კიდევ ერთი ოქრო - გურამ თუშიშვილმა გუანჯოუს მასტერსზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
გუანჯოუს მასტერსის მეორე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, მან ფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.

მანამდე კი ტურნირის გამარჯებული გახდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომლის მეტოქეც მონღოლი ოტგანბაატარ ლხაგვასურენი ტატამზე არ გამოცხადდა და ქართველსაც ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.

წლის ბოლო ტურნირი ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედლით დაასრულეს, დღევანდელ ორ ოქრომდე გუშინ მათ ერთ ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

ოქროს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილმაც.

altვარლამ ლიპარტელიანი გუანჯოუს მასტერსის ოქროს მედლის მფლობელია

altლაშა შავდათუაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ბიჭებს! ღმერთმა ჰქნას შერიგდნენ და დალაგდნენ, სასჯელი მაინც არ აცდებათ, მაგრამ ჭკუას ისწავლიან. ბექას რა დაემართა ვერ ვხვდები. ეჭვი მეპარება, რომ მიზეზს სპორტთან საერთო არაფერი აქვს.
emigranti
17:56 16-12-2018
0

სიახლეები პოპულარული