საქართველოს ძიუდოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც სპეციალური ფორმატის შექმნის შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"როგორც გულშემატკივარს მოეხსენება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, სამწუხაროდ დღემდე არ არის აღმოფხვრილი. ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით სიტუაციის დასარეგულირებლად შემუშავებულ იქნა სპეციალური ფორმატი, რომელსაც ყრილობის დელეგატების გარდა დაესწრება ყველა ვეტერანი ძიუდოისტი, ვისაც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ნებისმიერი სინჯის მედალი, აგრეთვე ყველა დამსახურებული მწვრთნელი. რაც შეეხება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებს თითოეული მათგანი მოწვეული იქნება დამკვირვებლის სტატუსით. აღნიშნულ სხდომაზე მსჯელობა შეეხება ყველა სადაო საკითხს, თითოეულ წევრს მიეცემა საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს საკითხის გადაწყვეტაში. სხდომა წარიმართება კომისიის ფორმატში და საჭიროების შემთხვევაში სხდომაზე გაცემული იქნება რეკომენდაციები, რომელიც წარედგინება ფედერაციის შესაბამის ორგანოებს. სხდომის ჩატარების სავარაუდო ვადად განისაზღვროს 2019 წლის 12 იანვარი.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი", - წერია განცხადებაში.

altგიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი

altაღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანამ არამზადა ქევხიშვილის კლანი იბატონებს მანამ სიტუაცია არ დამშვიდდება.ერთ მხარეს არიან საამაყო უძლიერესი სპორტსმენები ლიპარტელიანი,ჭრიკიშვილი,ზვიადაური ,მეორემხარეს ოცნებაში ფულის გასაკეთებლად შემძვრალი არარაობები.
ამაშია საქმე
06 იანვარი 2019 19:26
2
რა გახდა ამ ქვეყანაში რომ კანონი კანონობდეს. ყველა დონეზე ეს პრობლემა როგორ არის. სპორტსმენი თუ დისციპლინას არ მიჰყვება ის რა სპორტსმენია. ე. წ. გორისა და სვანების დაჯგუფებებზე დიდი ხანია ყველა საუბრობს.
ფედერაციამ კი ელემენტარული წესდება ვერ მიიღო თუ როგორ, რაზე დაფუძნებით უნდა ხდებოდეს ნაკრების წევრობა.
რაც მოხდა ალბათ ეგ შემთხვევვაა მარგიანმა და ჭრიკიშვილმა ალბათ იუკადრისეს საქართველოს ჩემპიონატში "ვიღაცასთან" დამარცსება და "როგორ მომიგეს ბიჭოოო–ს" პონტია რა.
გიორგი
04 იანვარი 2019 14:11
3
უბედურება ის კი არაა, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ან თუნდაც ის, რომ ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. უბედურება ისაა, რომ ეს დავა ფულის და პრივილეგიების დათრევაზე მიდის და არა ძიუდოს განვითარების კონცეფციაზე.
Kkk
31 დეკემბერი 2018 22:52
0
გელა არ ჰყავთ აღმასკომში?
ვვჰფჯ
31 დეკემბერი 2018 21:38
0
თვალში ნაცარს ნუ გვაყრით! მთელი აღმასკომი უნდა გადადგეს და შეიცვალოს მაფიოზური მართვა-გამგეობა.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
31 დეკემბერი 2018 16:01
1
რათ უნდა ამხელა სხდომა ყველა ის ძიუდოისტი უნდა მოკვეთონ ნაკრებიდან რომლებმაც ქევხიშვილი უარყვეს ქვეყნებია 1 ძიუდოისტის დაყენებაზე ოცნებობენ ოლიამპიადაზე და ჩვენ გვყავს 3 ძიუდოისტი და გვეყოლება 3 კაციანი ნაკრები არაფერი უჭირს!!
ხც
31 დეკემბერი 2018 14:50
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული