შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა

AutoSharing Option
ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ძიუდოს ფედერაციაში წელიწადია უკვე დაპირისპირებაა და დღეს ეს საკითხი უკვე ამოწურულია.

„ძიუდოისტები შერიგდნენ, პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ უნდა იყოს, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო", - განაცხადა ხაბარელმა.

საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

„ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს
განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით, მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული. უწმინდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

altთვალებში კვლავ ნაცარს გვაყრიან - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
გეტყობათ ზოგიერთებს რა მაგრადაც შეგტკიოდათ გული.. აბა რა ჯობდა სასაკვდილოდ რომ იყვნენ გადაკიდებულნი? მადლობა სპორტსმენებს და მადლობა ჩვენ პატრიარქს.
Tbilisi
31 იანვარი 2019 10:13
2
რა დონეა
ზურა
31 იანვარი 2019 09:41
2
დემოკრატიას თეოკრატია ანაცვლებს :/
ლუკა
31 იანვარი 2019 02:44
8
ეს რაღაც ახალია,რად გვინდა პროკურატურა და სასამართლო ასე რომ იკლავენ თავს, აგერ ყოფილა დამზავებელი.თუ ხდება ასეთი რამ ევროპის ქვეყნებში?
ზას.
30 იანვარი 2019 22:56
9
გამიხარდა. საქართველოს ერთი კაციც არ ყავს დასაკარგავი მითუმეტეს ესეთი ბიჭები.
წარმატებები
30 იანვარი 2019 22:29
6
შენ დაუკარ... შერიგებულან :) და კანონი?
ამიტომ არაფერი გვეშველება!
ამ რელიგიით სპეკულაციებმა ტვინი წაიღო.
1234
30 იანვარი 2019 21:48
11
შერიგება და მშვიდობა ვინ მამაძაღლს ეწყინება მაგრამ პრობლემები თუ აღმოიფხვრა?
რა მოხდა და რატომ ეს თუ გაირკვა და დალაგდა?
ბათუმი
30 იანვარი 2019 21:34
3
როცა ნაკრების კაპიტანი ძმა ბიჭებთან ერთად 3 კაცს ლაჩრულად დაუწყებს სხვა ქვეყანაში ჩხუბს და ამით ქვეყანას შეარცხვენს კი არ უნდაშეარიგო ნაკრებიდან უნდა მოკვეთო :)
ნოდო
30 იანვარი 2019 21:34
8
ძალიან მაგარი ამბავია ვისაც გეწყინათ ცივი წყალი დალიეთ.
ლევანი
30 იანვარი 2019 20:28
9
ეხლა ხათრით გაჩერდნენ და შერიგდნენ,მაგრამ თუ მიზეზები არ აღმოიფხვრა,ძალიან მალე, ათჯერ უფრო ძლიერად აფეთქდება და მაშინ რაღარ ვშვრებით?მაგაზე ფიქრობს ვინმე?
სოსო
30 იანვარი 2019 19:41
4
მერე ალბათ მსოფლიო სინკდი შეიკრიბება და რამეს გვიშველიან
ირაკლი
31 იანვარი 2019 04:48
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული