ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეორე ოძეკია, გაგამარუ 6 საფეხურით დაწინაურდა - ქართველების წინსვლა ახალ ბანძუკეში

AutoSharing Option
იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა შესული.

ბანძუკეში მცირე წინსვლა განიცადა ოძეკი ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძემ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადმოინაცვლა და პირველად კარიერაში,  აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს. ამის მიზეზი იოკოძუნა კისენოსატოს ინტაია.

გაგამარუ მთელი 6 საფეხურით იქნა დაწინაურებული ჯურიოს დივიზიონში (მიუხედავად მინიმალური (8-7) კაჩი-კოშისა) და აღმოსავლეთის მე-8 ნომრის სტატუსი მოირგო.

ქართველი ფალავნის ასეთი წინსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ინტაიზე ერთბაშად სამი სეკიტორი გავიდა (კისენოსატო, ტაკანოივა და ტაკეკაძე), რის გამოც ჯურიოდან მაკუუჩიში ხუთი რიკიში აღზევდა (ტომოკაძე,
ტერუცუიოში, ტოიონოშიმა, იშიურა და დაიშოჰო), ხოლო სანაცვლოდ მაკუუჩიდან მხოლოდ სამი დაქვეითდა (კოტოიუკი, დაიამამი და დაიშომარუ).

ჰარუ ბაშოს გაზაფხულის ტურნირი სტარტს 10 მარტს აიღებს. მას ქალაქი ოსაკა უმასპინძლებს.

altტოჩინოშინის რეკომენდაცია ხელის ანაბეჭდით - იაპონელები საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ეწვივნენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ტოჩი კადობანში აღარ იქნება და უარყოფითი ბალანსის უფლება ექნება?
Irakli Apkhaidze
13:32 25-02-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული