16 მარტს ეკატერინგბურგის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი ძიუდოისყებიც მონაწილეოებენ.
სამწუხაროდ 4 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ ერთი იჭიდავებს.
ლუკა მაისურაძემ (81) რეპეშაჟში რუმინელ მარსელ ცერცეას შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, რითაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც ჰლანდიელ ფრენკ დე ვიტს შეხვდება.
მაისურაძემ სტარტზე მაკედონიელ კატალინ მარიანს იპონით მოუგო, შემდეგ მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატარ ვაზარით სძლია. მეოთხედფინალში მაისურაძე დამატებით დროში გერმანელ მაიას კეისთან დამარცხდა, რითაც რეპეშაში გადავიდა.
ტატო გრიგალაშვილი პირველივე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლა იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამატებით დროში
იპონით დამარცხდა.
სამწუხაროდ ლაშა შავდათუაშვილი (73) რუს ევგენი პროკოპჩუკთან პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა.
ვალერი იაშვილი (73) ასევე პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ გიორგი ელბაკიევთან.
ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.