ეკატერინბურგის გრანდ სლემი. III დღე: ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: Ijf.org

ბექა ღვინიაშვილი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეკატერინბურგის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბრძოლაში ჰოლანდელ ნოელ ვან ტი ენდთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის გამო ბექას დიდი დრო გაუცდა და ეს 2017 წლის შემდეგ მისი პირველი ტურნირია.

საქართველოს ნაკრები ეკატერინბურგში 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა და უკან სამი მედლით ბრუნდება.

ბექა ღვინიაშვილის გარდა, ბრინჯაოს მედლებს ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ლუკა მაისურაძე (81) დაეუფლნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ოპერაციის შემდეგ მშვენიერი შედეგია ბექას წარმატებები დღეის მერე სულ ოქრო მოგველოცოს უფალი შენსკენ.
კახა
01:04 18-03-2019
0
ბექა როცა მაგარ ფორმაში იყო,მაშინაც იღლებოდა ხოლმე და ახლა, ამხელა პაუზის შემდეგ ფინალში გასვლა,მშვენიერი შედეგია.ეს შეხვედრა მხოლოდ დაღლილობის გამო წააგო.გილოცავ ბექა.დარწმუნებული ვარ ძალიან მალე სრულ ფორმაში შეხვალ და უფრო მეტად გაგვახარებ.
სოსო
11:11 18-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული