30 მარტს თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობა 10-მა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო.
აქედან მედლისთვის მხოლოდ ორი იბრძოლებს, ისიც ბრინჯაოს მედლისთვის. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ვალერი იაშვილი იჭიდავებს, ხოლო 81-ში ტატო გრიგალაშვილი.
73 კგ.
ვალერი იაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში დმიტრი მინკოვი (ბელორუსი) არ გამოცხადდა და ჩვენებურს გამარჯვება ჩაეთვალა. მომდევნო ორ შეხვედრაში იაშვილმა უკრაინელი დმიტრო კანივეცი და რუსი ოლეგ ბაბგოევი დაამარცა და თან ორივე იპონით. ნახევარფინალში იაშვილი კუბელ მაგდიელ ესტრადას შეხვდა და იპონით დამარცხა. შესაბამისად იაშვილი
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იჭიდავებს, სადაც მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დაუპირისპირდება.
ლაში გიუნაშვილი მეორე წრეში ვადიმ შოკას (ბელორუსი) შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, შემდეგ პორტუგალიელ ნუნო სარაივას იპონით მოუგო. მომდევნო ეტაპზე გიუნაშვილი დენის იარცევს შეხვდა, თუმცა დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადაიაცვლა, სადაც მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან სამი გაფრთხილებით წააგო.
ფრიდონ გიგანმა პირველ წრეში ჩოიჯილსურენ განბოლდი (მონღოლეთი) ეფექტური გდებით დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში შვეიცარიელ ნილს სტამპთან ვაზარით წააგო.
გიორგი ჩიხელიძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში შატლიკ ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი) სამი გაფრთხილებით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა ჩიხელიძე მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დამატებით დროში დამარცხდა.
81 კგ.
ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში ისვენება, ხოლო მეორე წრეში დაიანჩ ომიროვს (თურქმენეთი) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ რუს ალან ხუბეცოვს დამატებით დროში სძლია. სამწუხაროდ მეოთხედფინალში გრიგალაშვილი გერმანელ ტიმო კაველიუსთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კობა მჭედლიშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, საბოლოოდ კი მჭედლიშვილი სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგ ალფა უმარ ჯალოს შეხვდება.
კობა მჭედლიშვილი მეორე წრეში მატეო მარკონჩინის (იტალია) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისაც იპონით სძლია. მეოთხედფინალში მჭედლიშვილი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძეს შეხვდა და იპონით დამარცხდა. მჭედლიშვილი რეპეშაჟში გრიგალაშვილთან დამარცხდა.
გიორგი კაციაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჰენესს კონრადს (გერმანია) შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
ბექა დონღვანი მეორე წრეში კამოლიდინ რასულოვთან (უზბეკეთი) ვაზარით დამარცხდა.
გოგონები
კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი გოგონების ასპარეზობა. ტურნირის მეორე დღეს ორივე ქართველი ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
მზია ბებოშვილი (63 კგ) მეორე წრეში მარტინა ტრაიდოსთან (გერმანია) იპონით დამარცხდა
მარიამ ჭანტურია (70 კგ) მეორე წრეში ლაურა ვარგას კოხთან (გერმანია) ასევე იპონით დამარცხდა.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" წარმოადგენს.