თბილისის გრან პრი. III დღე: ქართველები ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
31 მარტს თბილისის გრან პრის დასკვნითი დღე მიმდინარეობს, სადაც მედლები 90, 100 და მძიმე წონით კატეგორიებში თამაშდება.

90 კგ. წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში ჩეხ ჯერი პიტერს აჯობა, მისი მეტოქე კი ბექა ღვინიაშვილი იქნება, რომელმაც მონღოლ ანტალბაგანა განტულგას იპონით სძლია.

ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა უშანგი მარგიანიც, რომელმაც პირველივე შეხვედრა დათმო უზბეკ დავლატ ბობონოვთან და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ასევე პირველი რაუნდში დამარცხდა ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომლის მეტოქეც ბელორუსი ვიქტორ კლიავუსაუ იყო.

100 კგ. წონით კატეგორიაში მედლის მოპოვების შანსი ერთადერთ
ქართველს აქვს - მეოთხედფინალში ლაშა ტაველური იტალიელ ჯულიანო ლოპორჩიოსთან დამარცხდა და რეპეშაჟში იბრძოლებს.

გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე და გიორგი ჩიქოვანი ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშენ.

მძიმე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში იბრძოლებენ ონისე ბუღაძე და ადამ ოქრუაშვილი. პირველი მათგანი მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერთან დამარცხდა, ოქრუაშვილმა კი საკუთარი შეხვედრა ლევან მათიაშვილთან დათმო.

რეპეშაჟში ბუღაძის მეტოქე ბელორუსი ვლადისლავ ციაპიცკი იყო, რომელიც დამარცხებულია. ოქრუაშვილი კი რუს ალენ ცხოვრებოვს გაეჯიბრება.

ნახევარფინალში კი ერთმანეთის წინააღმდეგ გელა ზაალიშვილი და ლევან მათიაშვილი იბრძოლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული