ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი

5 აპრილს ანტალის გრანდ სლემის პირველმა საშეჯიბრო დღემ აიღო სტარტი, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ერთი ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი იჭიდავებს.

ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში რუსეთის წარმომადგენელ აბდულა აბდულზჰალილოვს შეხვდება.

ბაგრატ ნინიაშვილმა (66) მეორე წრეში თურქი აბდულა ბერკინ ოზჩანი დაამარცხა, შემდეგ კი ბრაზილიელ ჩარლზ ჩიბანას ვაზარით მოუგო. მეოთხედფინალში ნინიაშვილმა ჟოაო კრისოსტომოს იპონით სძლია.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუს მიხაილ პულიაევს შეხვდა და სამი გაფრთხილებით წააგო.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 18:00 საათიდან დაიწყება, რომლის პირდაპირ
ტრანსლაციას "სილკ უნივერსალი" განახორციელებს.

სამწუხაროდ, 8 ქართველი ძიუდოისტიდან მხოლოდ ერთი გავიდა მედალზე.

ჯაბა პაპინაშვილი (60) პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეი იანგთან იპონით დამარცხდა.

ირაკლი კუპატაძემაც (60) ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, თუმცა პირველივე მეტოქესთან, ჩეხ დევიდ პულკრაბეკთან იპონით წააგო.

სხვებისგან განსხვავებით, ვანო მახათაძემ (66) პირველი წრიდან დაიწყო და ბოტსვანის წარმომადგენელი დაამარცხა, შემდეგ კი ჩინელ ჯიქიან ვუს ვაზარით მოუგო. მესამე შეხვედრაში მახათაძემ თურქი სინან სანდალი დააიპონა. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში მახათაძე მოლდოველ დენის ვიერუსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა. რეპეშაჟში მახათაძე რუსეთის წარმომადგენელ აბდულა აბდულზჰალილოვთან იპონით დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელა.

გოგონები
ნატალია ყიფშიძე (48) პირველ დაპირისპირებაში ჩინელ იაო კსიონგთან იპონით დამარცხდა. ტეტიანა ლევისტკა-შუკვანი (52) ასევე პირველ შეხვედრაში ჩინელ ლიპინგ ლიუსთან დამატებით დროში დამარცხდა. ეთერ ლიპარტელიანი (57) პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში გერმანელ საფო კობანს შეხვდა და იპონით წააგო. 57-ში ჩვენი მეორე წარმომადგენელი მარიამ ჯანაშვილიც დამარცხდა, მარიამი ებრაელ მაიან გრინბერგს შეხვდა და იპონით წააგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არანაირ კრიტიკას ვერ უზლებს ზიუდო.მივექანებიტ უფსკრულისკენ.
bajo
17:38 05-04-2019
1
რუსთან ქართველი ასეთი მებრძოლი სულით იჭიდავბს, როგორც ნინიაშვილმა რაღა უნდა თქვა.
1

სიახლეები პოპულარული