ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. 5 მარტს მისი დაპატიმრება კი კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ნაგლიაშვილი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 5-ათასილარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.