ბაქოს გრანდ სლემი: ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81 კგ  წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი მოჭიდავის პირველი მეტოქე რუმინელი ვლად ვიშანი გახლდათ. გრიგალაშვილმა მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა.

შემდეგ ეტაპზე ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ტატომ ისიც დაამარცხა.

მესამე ტურში მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იყო. გრიგალაშვილმა აზერბაიჯანელ მოჭიდავესაც აჯობა.

1/4 ფინალში ქართველის წინააღმდეგ ტატამზე შვედი რობინ პასეკი დადგა. ტატომ შვედი ძიუდოისტი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში კი, ბულგარელ ივაილო ივანოვთან მე-9 წუთზე დამარცხდა.

81 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართველი - ნუგზარ ტატალაშვილი. სამწუხაროდ, ნუგზარი მესამე წრეში დამარცხდა ებრაელ მეტოქესთან.

73 კგ კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში წააგო ლაშა შავდათუაშვილმა.

დღეს ქართველებისაგან მხოლოდ გრიგალაშვილმა მოიპოვა მედალი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
73 ში და 100 ში გვაქვს საქმე ცუდად თორემ სხვა წონებში უკვე წამოვიდნენ ბიჭები ამათ ნაგლიაშვილი უნდა დავუმატოთ კიდევ და იმედია მალე აჩვენებს თავის ტალანტს
ცარუ
20:37 12-05-2019
0
ლაშა შაცდათუაშვილს ბაქოში არ უჭიდავია და რანაირად წააგო?
ნიკ
22:07 11-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული