ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა გამარჯვება. 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილმა მონტენეგროელი შრდიან მრვალიევიჩი დაამარცხა.
შემდეგ ეტაპზე ტატალაშვილის მეტოქე ხორვატი დომინიკ დრუჟიეტა იყო. ნუგზარმა მის წინააღმდეგაც მოახერხა გამარჯვება და მესამე ტურში ებრაელ საგი მუკის შეხვდება.
ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობს ტატო გრიგალაშვილი, რომელმელიც 1/4 ფინალში გავიდა.