რუსეთის წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილთან წაგების შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსმა (წარმოშობით ოსი) ძიუდოისტმა ინალ ტასოევმა, რომელიც გურამ თუშიშვილთან ევროპული თამაშების ფინალში დამარცხდა, საკუთარ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული ამ შეჯიბრებისთვის.

ფინალურ ბრძოლაშიც წინ ვიყავი, თუმცა შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. ასეთი რამეები ხდება და ცხოვრება უნდა გააგრძელო.

მე ჯერ კიდევ არ გამიანალიზებია წაგების მიზეზები, თუმცა აუცილებლად გავაკეთებ ამას ჩემს მწვრთნელებთან ერთად. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და ყველაზე ძვირფასი ჯილდო, რაც მომიპოვებია", - აღნიშნა ტასოევმა.

შეგახსენებთ, ტასოევი გურამ თუშიშვილს ვაზარით უგებდა, თუმცა გურამმა საპასუხო
გდება რამდენიმე წამში შეასრულა და იპონით გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინმემ იცის.. ძიუდოს გუნდურში მონაწილეობა მივიღეთ თუ არა ???
სანდრო
17:42 28-06-2019
0
აბა რისი იმედი ქონდა თუშისთან ? :-)
დავითი
10:11 26-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული