ზაგრების გრან პრი: ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
26 ივლისს ქართველმა თემურ ნოზაძემ (60) ზაგრების გრან პრის რეპეშაჟში თურქი მიჰრაკ აკუსი იპონით დაამარცხა.

ნოზაძე თავიდან ვაზარით აგებდა, თუმცა შემდეგ მეტოქე იპონზე დააგდო და შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.

მისი მეტოქე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ყაზახი დაურენ სიუკენოვი იქნება.

ეთერ ლიპარტელიანი ნახევარფინალში იაპონელ ტამაოკი მომოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის სამხრეთკორეელ იანდი კიმთან იჭიდავებს.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (52) რეპეშაჟში გერმანელ ამბერ რიჰელს ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრიტანელ ჩელსი გილს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

ნატალია ყიფშიძე (48) პირველივე შეხვედრაში იტალიელ ფრანჩესკა მილანისთან
დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული