გელა ზაალიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალში არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის ნახევარფინალში გავიდა. 100+ კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა საწყისი წრე გამოტოვა, ხოლო პიველ შეხვედრაში რუსი ანტონ ბრაჩევი დაამარცხა. შემდეგი ბრძოლა ებრაელ ორ სანსონს მოუგო. ბოლო შეხვედრაში, კი პოლონელი მაცეი სარნაცკი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჰოლანდიელი როი მეიერი იქნება.

სამწუხაროდ, იგივე წონით კარეგორიის 1/4-ფინალში დამარცხდა ლევან მათიაშვილი. ლევანმა პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა. შემდეგ ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. თუმცა იაპონელ ჰისაიუში ჰარასავას წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და მესამე ადგილისათვის
რეპეშაჟში ყაზახი იერასილ კაჟიბაიევის წინააღმდეგ იჭიდავებს.

-90 კგ-მდე კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა ბექა ღვინიაშვილი. ბექამ პირველ ბრძოლაში სლოვენიელი ნარსეი ლაცკოვიჩი დაამარცხა. შემდ რაუნდში მისი მეტოქე შახზოდბეკ საბიროვი გახლდათ და ღვინიაშვილმა უზბეკსაც მოუგო. მე-4 ფინალში კი, ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კენტა ნაგასავა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში კი უნგრელ კრისტიან ტოთთან იჭიდავებს.

ამავე წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა, სამწუხაროდ,  მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება მოახერხა. ქართველმა პირველ წრეში ბულგარელი იაჰორ ვარაპაიეუ  დაამარცხა. გიორგიმ მომდევნო რაუნდში სლოვაკი მილან რანდლის მოუგო. მესამე ბრძლაში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დამაცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ბექა!!!...ძალიან გაგვახარე ყველა ქართველი!!!...
არტაგი
21:15 28-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული