[მსოფლიო ჩემპიონატი] ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალშია! ევროპის ღირსების დასაცავად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე მიმდინარეობს, დღეს ტატამზე ორი ქართველი ჭიდაობდა ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალში ტაიპეელი ვუ იანგი ვაზარით დაამარცხა, მეტოქე რომელმაც მანამდე ორი ქართველი მამლუქსს რობერტ მშვიდობაძეს და ლუკა მხეიძესმოუგო. ჩხვიმიანი ერთადერთი ევროპელია ვინც ამ ეტაპზე შემორჩა.

ფინალური ბლოკი 14:00 საათიდაან დაიწყება. ქართველის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი რიუჯი ნაგაიამა იქნება.

პირველ ეტაპზე ამირან პაპინაშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე ეტაპზე ეკვადორელ ლენინ პრესიადოს სძლია. ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ ეტაპზე ჰონკ კონგელი ლაი იუ ლონგი დაამარცხა, მეორე ეტაპზე
კი მისთვის უხერხულ მეტოქეს ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს სძლია.

ამირან პაპინაშვილმა მესამე ეტაპზე ბელგიელ ჟორ ვერსტნარაეტენს იპონით სძლია და მერვედფინალშში გავიდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა დამატებით დროში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკეს ვაზარით მოუგო და პაპინაშვილს მერვედფინალი შეურთდა.

მერვედფინალში ლუხუმ ჩხვიმიანმა უკრაინელ არტემ ლესიუკს დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში ორი შიდო მიიღო, დამატებით დროში კი მეტოქე იპონით დაამარცხა. ამირან პაპინაშვილმა ყაზახ გუსმან ყიზირბაევთან ვაზარით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ამ ეტაპზე დასრულდა.


alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ჩხვიმიანი მეოთხედფინალშია, პაპინაშვილი ჩემპიონატს გამოეთიშა [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] ქართველები სრული სვლით! პაპინაშვილი და ჩხვიმიანი მერვედფინალშია [VIDEO]

alt[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემპიონია უკვე! გილოცავთ!!!!
andro
15:58 25-08-2019
0
ფინალშია უკვე , ვიდეოს როდის დადებთ?
ზებედა
15:17 25-08-2019
1

სიახლეები პოპულარული