დღეს, 29 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს წარმომადგენელი ერთადერთი მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი 90-კგ წონით კატეგორიაში მესამე წრეში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
ბექამ პირველი წრე გამოტოვა და მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთო. მეორე წრეში მისი მეტოქე ინდოელი აჯაი დევილალ მისტრი გახლდათ, რომლის დასამარცხებლადაც ბექას წამები დასჭირდა.
მეორე შეხვედრაში კი, ბექა 21 წლის ჰოლანდიელ იასპერ სმინკს ხვდებოდა. ჭიდაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სამწუხაროდ, ბექა საკუთარ ილეთზე წამოეგო და იპონით დამარცხდა.
აღნიშნულ წონით კარეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰოლანდიელი ნოელ ვან ტე ენდი გახდა. ფინალში ჰოლანდიელმა იაპონელი შოიჩირო მუკაი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები შერაზადიშვილის დამმარცხებელმა აქსელ კლერგემ და სერბმა ნემანია მაიდოვმა მოიგეს.
ამ წონაში სასწრაფოდ გვჭირდება ახალი სახეები.