თუშიშვილის ჩავარდნა - ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა.

თუშიშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა, არადა აქამდე მას 3-ჯერ შეხვდა და ერთხელაც არ წაუგია. თუშიშვილი ამ ტურნირს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, თუმცა შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.


აქამდე თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.

მეოთხედფინალში ქართველმა
ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.

პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში 2 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 1 ბრინჯაო, რაც წინა მსოფლიოსთან შედარებით უარესი შედეგია. ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 3 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 1 ვერცლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გახდა, ხოლო ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ (81) მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
იმდენი ილაპარაკა კომენტატორმა და იმდენჯერ გამოაცხადა წინასწარ ჩემპიონად არ გამკვირვებია უმედლოდ დარჩენა.ასეთ არაპროფესიონალებს რატომ მიყავთ რეპორტაჟები???იაპონიაში იაპონელთან ნახევარფინალს ჭიდაობდა ეს კი უკვე ჩემპიონად აცხადებდა...თოთქოს საქართველოს ფალავნობას ჭიდაობდა.მასე სადააა???არადა მაგ ჰარასავაზე გაცილებით ძლიერი მოჭიდავეა,მარა კრპალეკთან მაინც ძალიან გაუჭირდებოდა...არაუშავს,ოლიმპიადა წინააა.ყოველ წელს ვერ გახდები ჩემპიონი...ქალთ ძიუოდო ხომ არააა
gocha
17:29 31-08-2019
2
თავი ზემოთ გურამ!ოლიმპიადისთვის აუცილებლად ოქროს უნდა შეეჭიდო.ადამიანი შეცდომებზე სწავლობს.დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გაახარებ სამშობლოს.წარმატებები
არაუშავს
16:35 31-08-2019
3

სიახლეები პოპულარული