საშეჯიბრო დღის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელმა ევროპის ჩემპიონატი 1/4-ფინალურ სტადიამდე დატოვა, თუმცა 2-მა ძიუდოისტმა საკუთარი სახელი შექმნა ფინეთში.
ზაგრების გრანდ პრიზის ბრინჯაოსმედალოსანმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57) შესანიშნავი ჭიდაობა აჩვენა ტრადიციული ქართული ტექნიკით და ყველა წინასწარი ბრძოლა უჩი მატას ილეთებით მოიგო.
ლიპარტელიანისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პლეუნი კორნელისემ და სილვია პელიტერიმ მოახერხეს. პელიტერი, რომელიც მოწინააღმდეგის ჭიდაობას მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს, იცოდა, რომ ფინალში ლიპარტელიანის მდიდარ ტექნიკასთან მოუწევდა გამკლავება, თუმცა, იტალიელისდა სამწუხაროდ, ქართველი გოგონას არსენალში მხოლოდ ტექნიკური ილეთები არ იყო. პელიტერის განწირულმა შეტევამ
ბოლო წუთზე შედეგი არ გამოიღო და ლიპარტელიანმა იტალიელს ვაზარით მოუგო.
ლიპარტელიანმა 2018 წელს სოფიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო. 23-წლამდელთა შორის გრან პრიზე უნგრეთში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მას შემდეგ 19 წლის გოგონამ ძალიან ბევრი ივარჯიშა, რათა უფროსი მოჭიდავეებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და საბოლოოდ IJF მსოფლიო ტურის პირველი ოქროს მედალი ზაგრებში მოიპოვა.
გასაოცარია, შარშანდელი წარმატებების შემდეგ ეთერ ლიპარტელიანმა ისტორია შექმნა, მოიგო პირველი ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ის იმედოვნებს, რომ მისი წარმატება მოტივაციას შესძენს თანაგუნდელებს და დაანახებს მსოფლიოს, თუ რამდენად განვითარდა ქალთა ძიუდო საქართველოში.
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს და ეს მომავალში ძალიან გამომადგება. ეს მოტივაცია გახლავთ ჩემი თანაგუნდელებისთვის, რათა ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ და მოვიგოთ რაც შეიძლება ბევრი მედალი".
მისი ქალი კოლეგისაგან განსხვავებით, გიორგი თუთაშვილმა ოქროს მედალი უფრო რთულად მოიპოვა. მართალია, პირველ 3 შეხვედრაში ადვილად გაიმარჯვა, თუმცა ნახევარფინალსა და ფინალში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები შეხვდა და ჯამში 13 წუთი და 45 წამი იჭიდავა.
აზერბაიჯანელი იბრაგიმ ილიაევის დამარცხების შემდეგ ორივე ათლეტი ქანცგამოცლილი ჩანდა, თუმცა ქართველი არაფრის დათმობას არ აპირებდა და ოქროს მედლის მოპოვებაზე უარი არ უთქვამს.
მოლდოველმა ადილ ოსმანოვმა ძალიან ძლიერი ოპონენტები ჩამოიცილა ფინალისკენ მიმავალი გზიდან, მათ შორის, თუთაშვილის თანაგუნდელი ლუკა კაპანაძე. მას ფინალშიც კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა რთული შეხვედრა ოქროს დროში გადავიდა და იქ თუთაშვილმა ცური გოშის ილეთით მოიგო.
თუთაშვილმა, ლიპარტელიანის მსგავსად, კარიერაში პირველად თბილისის გრანდ პრიზზე მოიპოვა IJF მსოფლიო ტურის მედალი და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ებრაელ ტალ ფლიკერთან.
მომზადებულია ippon.org-ის მიხედვით