25 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში, კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიკა ბაჩიაშვილი (50) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბაჩიაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუმინელი ალექსანდრე მატეუ იპონით დაამარცხა.
კაკო ჩაფურიშვილი (50) მეორე წრეში ფრანგ რომეინ ვალადიერ პიკარდთან დამატებით დროში დამარცხდა.
26 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით ბახბახაშვილი (60), დათო დვალიშვილი (66) და დიანა გაგოშიძე-ფილკინა (48) გამოვლენ. შეხვედრები ჩვენი დროით 08:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 14:00 საათიდან.