17 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57) მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში კორეელი მიმი ჰიუ იპონით დაამარცხა და ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას შეხვდება.
აქამდე ლიპარტელიანმა სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მეებერგი და უნგრელი ანდრეა კარმანი დაამარცხა.
ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.
დღეს საქართველოდან მხოლოდ ლიპარტელიანი გამოდიოდა.