ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

AutoSharing Option
17 ოქტომბერს ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57) მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში კორეელი მიმი ჰიუ იპონით დაამარცხა და ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას შეხვდება.

აქამდე ლიპარტელიანმა სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მეებერგი და უნგრელი ანდრეა კარმანი დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

დღეს საქართველოდან მხოლოდ ლიპარტელიანი გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეთო ძალიან მაგარი ხარ!!! არავის არ ეწყინოს მაგრამ ეგეთი მრავალფეროვანი ჭიდაობა მემგონი არცერთ ძიუდოისტს არ შეუძლია ყველა ბრძოლა სხვადასხვა ილეთით მოიგო. კორიელს რაც უქნა ეგეთი ილეთი მე არც მინახავს!!! მაგარი ხარ!!!! იაპონელთან ყურადღებით ფინალში და შენთან შანსი არ ექნება!!!
gurami
18:08 17-10-2019
0
წარმატებები ეთერს. მთელი ქვეყანა გულშემაგტკივრობს!
lelo
18:11 17-10-2019
0

სიახლეები პოპულარული