U23. ეთერ ლიპარტელიანმა რუსეთში რუსი მეტოქე იპონით დაამარცხა და ევროპირველობა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
პირველ ნოემბერს რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სამმა ქართველმა მოიპოვა მედლები.

ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალში იპონით სძლია მასპინძელ დანა ნაგუჩევას და ჩემპიონი გახდა.


ლიპარტელიანმა გადამწყვეტ ბრძოლამდე უნგრელი ბრიგიტა ვარგა, ხორვატი ტიჰეა ტოპოლოვეცი და პორტუგალიელი ვილსა გომესი დაამარცხა.

ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე კი 60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

გადამწყვეტ შეხვედრაში პაპინაშვილმა იტალიელი ანჯელო პანტანო, ნოზაძემ კი სომეხი გორ ოვსეპიანი დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარიამ ჭანტურიაც ჩემპიონია.ახალკაცმა მეორე წრეში წააგო.ისე გამოდის,რომ გოგოები სჯობნიან ბიჭებს.
სოსო
18:57 02-11-2019
0
იქნებ ლინკი დადოთ რა...
დათო
13:49 02-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული