ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა, 24 წლის ბექა ღვინიაშვილმა იაპონიაში გამართულ ოსაკას გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექამ, რომელიც 2015 წლის შემდეგ ოსაკას ტურნირზე პირველი ოქროს მედლის მფლობელი ქართველი გახდა, ფინალურ შეხვედრაში ჯარჯი ზვიადაურის მიერ გაწვრთნილი უზბეკი დავლატ ბობონოვი დამატებით დროში დაამარცხა.

ფინალურ ორთაბრძოლამდე ბექამ ჩინელ ჰებილინგე ბუს, იაპონელ მაშუ ბეიკერს, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევსა და იაპონელ კენტა გაგასავას მოუგო.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ოსაკას შეჯიბრს საწყის შეხვედრებში გამოეთიშნენ და მედლის გარეშე დარჩნენ.


მკითხველის კომენტარები / 27 /
ბრწყინვალედ იასპარეზა ბექამ.იაპონიაში ერთ ტურნირზე ორი იაპონელის დამარცხება არ არის ადვილი.ფინალშიც იგრძნობოდამნისი კლასი
ნოდიკო
15:32 24-11-2019
0
ვულოცავ ბექას ჩწემპიონობას... აი ასეთი ბექა გვინდა და ვითხოვთ ჩვენ... კარგ ფორმაში იყო აშკარად, ფიზიკურად და ტექნიკას არასდროს უჩიოდა კიდე.
ასე გააგრძელე და ყანწები და ქეიფები დაივიწყე თუ გინდა რამეს სერიოზულად მიაღწიო!!!
პ.ს. ეს უზბეკი ბიჭი კაი ბიჭი ჩანს ნამეტანი, თან ჯარჯი თუ ავარჯიშებს....
მიროსან
15:05 24-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული