მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში ლაშა ბექაურმა ტელეკომპანია "ტვ პირველისთვის" მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ რაც "ფეისბუქზე" დაწერა, უბრალო გაუგებრობა იყო.
"გაუგებრობა იყო მეთქი, ვთქვი უკვე და ნუღარ მკითხავთ. არაფერი მომხდარა, გაუგებრობა იყო და ნუ მისვამთ კითხვებს. არაფერი მიწერია "ფეისბუქზე", წაშლილია ყვეალფერი. მართლა, ისეთი არაფერი, კარგად ვარ, ისეთი არაფერი მომხდარა. კარგად იყავით,"- უთხრა ბექაურმა ტვ პირველს.
გუშინ, ლაშამ "ფეისბუქზე" დეტალურად აღწერა, თუ რა მოხდა მისი დაკავების შემდეგ, რომ 10 პოლიციელი ძალადობდა მასზე. თუმცა, პოსტის განთავსებიდან მალევე, აღნიშნული ტექსტი წაშალა.
წაქცეულისათვის წიხლის ჩარტყმა ლაჩრებმა და არაკაცებმა იციან-დაიმახსოვრეთ ეს.