თელ-ავივის გრან პრი: ლუკა მაისურაძემ რუსს სძლია და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ლუკა მაისურაძე თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში რუსს, ტურპალ ტეპკაევს შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია. ლუკას მეტოქე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჯერჯერობით უცნობია.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

მაისურაძე მეოთხედფინალში ბერძენ ძიუდოისტთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე რუსი ტურპალ ტეპკაევი იყო.

ირაკლი მაისურაძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ყაზახი რუსლან მუსაევი იპონით დაამარცხა. შემდეგ კი თურქ მუჰამედ კოჩს გაფრთხილებებით მოუგო.

რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას (70), მან პირველივე შეხვედრაში დანიელ ემილი სუკთან 3 გაფრთხილებით დამატებით
დროში წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული