თელ-ავივის გრან პრი: ლუკა მაისურაძემ ალბაირაქი (რევაზიშვილი) დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ლუკა მაისურაძემ (90 კგ) თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ ბრძოლაში, დამატებით დროში, მაისურაძემ თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაკს (იგივე ვანო რევაზიშვილი) ვაზარით მოუგო და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.

ლუკამ თავიდან ყაზახ რუსლან მუსაევს, შემდეგ კი თურქ მუჰამედ კოჩს სძლია, ნახევარფინალი ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში რუსი ტურპალ ტეპკაევი დაამარცხა.

ხვალ, 25 იანვარს, თელ-ავივის ტატამზე  იმედა გოგოლაძე (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ყველაფერი შეუცვლია ამ დალოცვილს , სახელიც, გვარიც, მამის სახელიც? რა უბედურებაა!!!
გიორგი
22:07 24-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული