სულამანიძემ ფინალში იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხორვატიის ქალაქ პორეცში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში თურქი მერტ სისმანლარი მესამე წუთზე იპონით დაამარცხა. მან ახალგაზრდებს შორის ევროპირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო.

90 კილოგრამამდე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა მიხეილ ბექაურმა, მაგრამ რუსეთის წარმომადგენელ მანსურ ლორსანოვთან წმინდად წააგო.

+100 კილოგრამ წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საბა ინანეიშვილი, რომელმაც პოლონელ ვოიცეხ კორდიალეკს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭა.

შეგახსენებთ, გუშინ 66 კილოგრამამდე წონაში ვერცხლის მედალი ლუკა კაპანაძემ მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში თითო ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს
მედალია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ, შვილო, წარმატებები!
giorgi
12:18 07-11-2020
0
წარმატებები ილო!!!
დავითი
01:56 07-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული