ქართველები იგებენ და იგებენ: სანებლიძე და ზაალიშვილი ნახევარფინალში არიან

AutoSharing Option
ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბრწყინვალედ გამოდიან ქართველები.

მეორე საშეჯიბრო დღეს -81 კგ, -90 კგ, -100 კგ და 100+ კგ კატეგორიაში 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა და 5-ივემ ყველა ბრძოლა მოიგო.

-81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი გამოდიან. ორივე მათგანი 1/4-ფინალშია გასული.

გრიგალაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში ფრანგ უგო მეტიფოს აჯობა, მესამე რაუნდში კი - აზერბაიჯანელ ზელიმ ტჩკაევს. 1/4-ფინალში მისი მეტოქე იტალიელი ტიციანო ფალკონე იქნება.

პირველი ტური ვლადიმირ ახალკაცმაც გამოტოვა. მეორე წრეში მოლდოველ კარტალინ
მარიანს მოუგო, შემდეგ კი - ხორვატ ოლივერ მაკაროვიჩს. 1/4-ფინალში უკრაინის წარმომადგენელ გევორგ მანუკიანს შეხვდება.

90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ პირველ წრეში შვედი აქსელ ოსკარსონი დაამარცხა, მეორე ტურში კი სერბ დარკო ბრასნიოვიჩს შეეჭიდა და ისიც ბეჭებზე დასცა. 1/4-ფინალში კი ბოსნიელ ტონი მილეტიჩს შეხვდება.

-100 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა ონისე სანებლიძე. ონისემ ჯერ ნიდერლანდელი რაიმონ დე ვოსი დაამარცხა, შემდეგ კი პოლონელი მატეუშ ბოლიმოვსკი გაუყენა ჰოლანდიელის გზას. ნახევარფინალში სანებლიძის მეტოქე უნგრელი სომბორ ვეგი იქნება.

+100 წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ზაალიშვილიც ნახევარფინალში გავიდა. გელამ პირველი წრე გამოტოვა, ხოლო მეორეში კი თურქ ფურკან გუნერს აჯობა. ზაალიშვილი ფინალში გასასვლელად სლოვაკ მარიუშ ფიცელს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული