ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტი აიღო ძიუდოში ევროპის ჩემპიონატმა. ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა.
60 კგ-მდე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველივე წრეში ბულგარელ იანისლავ გერჩევთან მსაჯების მეტად საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო.
60 კგ-მდე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველივე წრეში ბულგარელ იანისლავ გერჩევთან მსაჯების მეტად საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო.
66 კგ-მდე ვაჟა მარგველაშვილმა ჯერ რუს მიხაელ პულიაევს სძლია, შემდეგ - რუმინელ ლუკიან ბორს დუმიტრესკუს, მეოთხედფინალში კი დამატებით დროში ფრანგი კილიან ლე ბლოში ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში მისი მეტოქე ებრაელი ტალ ფლიცკერი გახდა, რომელთანაც მეტად დაძაბულ ბრძოლაში წააგო და ახლა ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლა მოლდოველ დენის
წარუმატებლად იასპარეზეს ჩვენმა გოგონებმა. ეთერ ლიპარტელიანი პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი - მეორედან.
საღამოს ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და სატელევიზიო რეპორტაჟი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება.
შტანგის ჩემპიონატი როდის იწყება?