ლეგენდარული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ძი­უ­დოს ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს. ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი 49 წლის იყო.

"ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა", - ნათ­ქვა­მია ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ხა­ხა­ლე­იშ­ვილს და­უდ­გინ­და გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა - დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია რთუ­ლი ფორ­მით. წლის ბო­ლოს, დე­კემ­ბერ­ში კი მინ­სკში გუ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რო­მელ­მაც კარ­გად ჩა­ი­ა­რა და რო­გორც ბე­ლა­რუ­სი ექი­მე­ბი აცხა­დებ­დნენ, მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­მხრივ სტა­ბი­ლუ­რი იყო, ორ­გა­ნიზ­მმა ახა­ლი გუ­ლიც მი­ი­ღო.

ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი მინ­სკის კლი­ნი­კა­ში 27
ნო­ემ­ბერს მო­ა­თავ­სეს და ოპე­რა­ცია თით­ქოს იმა­ვე დღეს უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. მო­ძი­ე­ბუ­ლი იყო დო­ნო­რიც, მაგ­რამ 3 დე­კემ­ბრამ­დე გა­და­ი­დო, რად­გან ექი­მე­ბი პა­ცი­ენტზე დაკ­ვირ­ვე­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. 27 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, ოპე­რა­ცია 2 დე­კემ­ბერ­საც და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ ექი­მებ­მა არ­ჩი­ეს, ერთი დღე კი­დევ და­ე­ცა­დათ - ამ­ჯე­რად დო­ნო­რის გულ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. სა­ბო­ლო­ოდ ოპე­რა­ცია 3 დე­კემ­ბერს, ღა­მით და­ი­წყო და 11 სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი 1992 წლის ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს 2-გზის ვერ­ცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინ­ჯა­ოსპრი­ზი­ო­რი (1993, 1995), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (1993, 1996) და ბრინ­ჯა­ოსპრი­ზი­ო­რი გახ­ლდათ.

ის იყო ასე­ვე სსრკ ხალ­ხთა X სპარ­ტა­კი­ა­დის (1991), საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა (1991) და დსთ-ის ჩემ­პი­ო­ნი (1992) ძი­უ­დო­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1996 წლის ატ­ლან­ტის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­შიც, თუმ­ცა აწო­ნვა­ზე და­აგ­ვი­ა­ნა და ტურ­ნი­რი­დან მო­იხ­სნა.

მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი 2018 წელს. ასე­ვე - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნი 2003 წელს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან სამწუხაროა.არადა სუყველა გულისფანცქალით ველოდებოდით მის გამოჯანმრთელებას.
Ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ ბუმბერაზ ადამიანს თუ ვინმე და რამე დაამარცხებდა.იქ სადაც ხახალეიშვილი ჭიდაობდა დანარჩენი სპორტსმენები მხოლოდ ვერცხლზე ოცნებობდნენ იმიტომ,ოქრო მხოლოდ ხახალეიშვილის უნდა ყოფილიყო.
კიდევ ერთმა ლეგენდამ Დაგვტოვა ,ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული. Მადლობა მას იმ სიხარულისთვის და სიამაყისთვის რაც მას მოუნიჭებია ჩვენთვის.
Ვუსამძიმრებ ოჯახს,ნათესავებს,მეგობრებს...
jordan beli
18:29 11-01-2021
0
უფალს ებარებოდეს...ეს ლეგენდა ქართველი ფალავანი...
romandro
18:39 11-01-2021
1

სიახლეები პოპულარული