დოჰას მასტერსის მოკლე მიმოხილვა და საუკეთესო მომენტები [PHOTO+VIDEO]

AutoSharing Option
ყატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მასტერსი ჩატარდა, რომელიც ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა.

საქართველოს სახელით 15 ძიუდოისტი წარდგა. ესენი არიან: ეთერ ლიპარტელიანი, ტატიანა ლევიტსკა-შუკვანი, თემურ ნოზაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი, ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლევან მათიაშვილი, გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვეს:

  • ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (81), ვარლამ ლიპარტელიანი (100)
  • ვერცხლი - ბექა ღვინიაშვილი (90)
  • ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა ბექაური (90)

  • Sportall.Ge


ძიუდოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ლაშა გუგეჯიანს
კარგი დებიუტი გამოუვიდა.

პირველი დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარმატებული არ იყო. ვაჟა მარგველაშვილმა პირველ ტურში რუს მიხაილ პულიაევს სძლია, შემდეგ ეგვიპტელი აჰმან აბელრაჰმანი დაამარცხა, მეოთხედფინალური შეხვედრა ებრაელ ბარუხ შმაილოვთან დათმო, თუმცა ჭიდაობა რეპეშაჟში განაგრძო. აქ კი ყაზახი იერლან სერიკჟანოვი და რუმინელი დენის ვიერუ დასცა ტატამზე და ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.

მეორე დღეს საქმეში ტატო გრიგალაშვილი ჩაერთო, რომელმაც ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გაიარა და კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა. ტატომ პირველი წრე გამოტოვა, მეორე ტურიდან დაიწყო და უნგრელ ატილა უნგვარს, იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს, რუს ალან ხუბეცოვს აჯობა. ნახევარფინალში კორეელ ლიი სუნღოს, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ყველაზე მეტად ქართველი გულშემატკივარი მესამე დღეს ელოდა. 6 ფალავანი და 3 სინჯის მედალი. ვფიქრობ, მოლოდინი გამართლდა.

ბექა ღვინიაშვილმა ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა. ფინალურ დაპირისპირებამდე ბექამ შვედ მარკუს ნიმანს, იაპონელ შოიჩირო მუკაის, გერმანელ ედუარდ ტრიპელს და თურქ მახაილ ჟგანკს სძლია, მაგრამ ფინალში ნიდერლანდელ ვან ტ ენდთან ვერაფერს გახდა. "ტაისონასგან" ყველა ოქროს მედალს მოელის, მათ შორის - მეც, მაგრამ ვერცხლის მედალიც წარმატებაა.

წინა წლის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა ამჟამად მე-3 ადგილი დაიკავა. ლაშამ ებრაელი ლი კოჩმანი და სერბი ნემანია მაჟდოვი დაამარცხა. სამწუხაროდ, ბექაურმა მეოთხედფინალში, რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დათმო; შემდეგ რეპეშაჟი მონღოლ ანტალბაგანა განტულას სძლია, ხოლო მე-3 ადგილისთვის თურქი მიხაილ ჟგარკი დაამარცხა და  საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალი შემატა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გაირა. კაპიტანმა პირველი წრე გამოტოვა და საქმეს მეორე წრიდან შეუდგა. ვარლამმა რუსი ნიაზ ბილალოვი, უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი, ებრაელი პიტერ პალჩიკი დაამარცხა. რაც შეეხება ფინალს, ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი ზელიმ კოტსოიევი შესანიშნავი გდებით წააქცია და აქტივში მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა.

საბოლოო ჯამში, როგორც აღვნიშნე, დოჰას მასტერსი წარმატებული გამოდგა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ვაჟებში - მე-2-ზე.

ეს გახლავთ თითოეული დღის საუკეთესო გდებები, რომლებიც Judo Art-ის გვერდმა გამოჰყო.

1-ლი დღე

მე-2 დღე

მე-3 დღე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ სტატისტიკა უფროა ვიდრე მიმოხილვა
გუგა
18:26 14-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული