ლეგენდარული ძიუდოისტი საქართველოში ჩამოასვენეს...

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. 

დღეს, გამთენიისას, დავითი საქართველოში ჩამოასვენეს. მას ამჟამინდელი ძიუდოს ნაკრების მოჭიდავეები დახვდნენ. 

"სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება". დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება ინდივიდუალური წარმატების. ერი თუ ბერი, ქალი თუ კაცი, ოპოზიცია თუ პოზიცია, უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ პიროვნულ ინტერესებზე მაღლა და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის.

ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია

დავით ხახალეიშვილი
ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი".

წყარო - საქართველოს ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქგვერდი"


altლეგენდარული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა



მკითხველის კომენტარები / 7 /
Პირდაპირ გული მეწვება ამ ბუმბერაზი ადამიანის გახსენებაზე და ერთი რამის თქმა მინდა იმათ გასაგონად ვინც თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე თავები გაიგიჟეს და სულ არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის:ამ რამდენიმე დღის წინ მითხრეს(არ ვიცოდი აქამდე) ოლიმპირი ჩემპიონი რო გახდა,კვარლცხბეკზე არ ავდა სანამ საქართველოს დროშა არ დაკიდეს დსთ-ს დროშის ნაცვლადო.დროშაც კი არა ჰქონდათ და მერე ჩვენი დელეგაცის მიერ ჩატანილი დროშა დაუკიდიათ.ზუსტად ვიცი რომელი ქვეყნიდან ჰქონდა მოწვევა,ქვეყნიდან კი არა ქვეყნებიდან,რო მათი სახელით ეასპარეზა შემდგომში.კარგად ვიცით რა არეულ დროს მოუწია ჭიდაობა და ფაქტიურად ტიტული ტიტულზე რო უნდა მოეგო მაშინ დაანება სპორტს თავი,ერთი კვირა ივარჯიშა და სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და....ვინმეს გახსენებია როდისმე? Ვინმეს უკითხავს რა უჭირდა ან რა ულხინდა ამ ლეგენდა კაცს?რით დაუფასეთ ამ ადამიანს პატრიოტიზმი ან რიგითმა გულშემატკივარმა ან სახელმწიფომ? Ვიმემ რამე გადაურიცხა თუნდაც ერთი ლარი როცა გაუჭირდა Სანამ კეთილი ხალხი არ გამოჩნდა და არ დააფინანსა ოპერაცია? Მაგარი ნაცია ვართ,მარტო სხვისა საქციელის განსჯაში ვართ მაგრები...არა და რო წასულიყო და სხვა ქვეყნის სახელით ეჭიდავა ის ,,სხვა ქვეყანა" უფრო დააფასებდა და დღეს ცოცხალი იქნებოდა... მადლობა ვეტერან და აქტიურ სპორტსმენებს,მხოლოდ მათ იციან და დააფასეს დავით ხახალეიშვილის ღვაწლი.
jordan beli
14:34 15-01-2021
5
უფალმა გაანათლოს მისი სული... სასუფეველი დაუმკვიდროს... დავითის გამარჯვება დიდი სიხარული და ნათელი დღე იყო იმ გაუსაძლის 1992 წელს!!!!
tngh
15:23 15-01-2021
1

სიახლეები პოპულარული