ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ილია სულამანიძე ხვალ, 20 თებერვალს, თელ-ავივის დიდი სლემის შეჯიბრებაში ჩაერთვება, იქამდე კი ძიუდოს ფანები ფორტეპიანოს საშემსრულებლო ოსტატობით აღაფრთოვანა.
ტყიბულელი ძიუდოისტის ვიდეო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ "ფეისბუქისა" და "იუთუბის" ოფიციალურ ანგარიშებზე განათავსა და პოპულარობაც არ დაჰკლებია.
რაც შეეხება სპორტულ მხარეს, სულამანიძე 100-კგ წონით კატეგორიაში გამოდის. წილისყრამ ილიას ტურნირში მეორე წრიდან ჩართვა არგუნა და მისი მეტოქე ბულგარელი დანიელ დიჩევი იქნება.