ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ფორტეპიანოზე ბრწყინვალედ უკრავს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი ილია სულამანიძე ხვალ, 20 თებერვალს, თელ-ავივის დიდი სლემის შეჯიბრებაში ჩაერთვება, იქამდე კი ძიუდოს ფანები ფორტეპიანოს საშემსრულებლო ოსტატობით აღაფრთოვანა.

ტყიბულელი ძიუდოისტის ვიდეო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ "ფეისბუქისა" და "იუთუბის" ოფიციალურ ანგარიშებზე განათავსა და პოპულარობაც არ დაჰკლებია.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს, სულამანიძე 100-კგ წონით კატეგორიაში გამოდის. წილისყრამ ილიას ტურნირში მეორე წრიდან ჩართვა არგუნა და მისი მეტოქე ბულგარელი დანიელ დიჩევი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი მამის შვილი ხარ ილია და შენც კარგი კაცი ხარ.წარმატებები გქონდეს.
ელგუჯა
20:51 19-02-2021
0
ილია, ძალიან სასიამოვნოა შენი მოსმენა. შესანიშნავია ფორტეპიანოსა და ძიუდოს კომბინაცია. წარმატებები...
ქეთი
13:04 19-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული