ევროპის ჩემპიონატის ქართულ ფინალში ბექაურმა იმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, -90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა - ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილის წინააღმდეგ!

გამარჯვება 20 წლის ბექაურმა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალშია საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი. მისი მეტოქე ილიას სულამანიძის დამმარცხებელი, ბელგიის სახელით მოასპარეზე ტომა ნიკიფოროვი იქნება.

სულამანიძემ კი ნახევარფინალში დასანანი მარცხი განიცადა და გურამ თუშიშვილის (+100) მსგავსად ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ბიჭებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ძალიან გული მწყდება, რომ ბექამ ვერ გამოიყენა თავისი ტალანტი და ამდენი შანსიდან, მხოლოდ ორი ევროპული მედალი გამოიმუშავა. რაც თვალში საცემია, გამაკვირვა ჩემპიონატის მონწილეთა უღარიბესმა ტექნიკურმა არსენალმა. ყველა რაღაცატომ ჩაციკლულია მაჯებიდან კისრულზე და შეხვედრების დროის ნახევარი სწორედ ამ ჩავლების აღებაზე მიდის. არადა კისრული ცალი მაჯის აღებითაც კეთდება და საყელოს ჩავლებიდანაც. რაღაცატომ არავინ არ აკეთებს მოგვერდს. ტასოევთან თუშოს ჰქონდა შესანიშნავი ჩავლება მაჯაზე და ერთ მომენტში აიღო ქამარიც, მაგრამ ისე გაუშვა, არც უცდია გაკეთება. არავინ არ აკეთებს ბრუნიდან გდებას, როგორ დიდებულად გამოსდიოდა ცხონებულ შოთა ჩოჩიშვილს ძველმა გულშემატკივრებმა იციან. მშვენივრად ჭიდაობს ლაშა, მაგრამ მისი ჭიდაობა ძალიან ერთფეროვანია, ჯერ-ჯერობით ვერავინ მოუძებნა გასაღები მაგის გადავლებას, მაგრამ ხვალ რომ მოუძებნიან რიღას იმედზე დარჩება? არადა, როგორ შეიძლება ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ 2-3 ილეთს იყენებდეს?
ჟორა გაბრიჭიძე
00:33 19-04-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული