ჩხვიმიანმა მშვიდობაძეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანმა ფინალში დამატებით დროში რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა, რომელთანაც წინა ოთხივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა და ოქროს მედალს დაეუფლა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე ლუხუმმა კამერუნელ ბერნადინ ტსალა ტსალას, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპეშს, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და რუს რამაზან აბდულაევს სძლია.

66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბაგრატ ნინიაშვილმა ყაზახ იესეტ კუანოვთან წააგო და სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
დაბრუნებაც ასეთი უნდა,ყოჩაღ ლუხუმ! 2-3 ისეთი გდებიდან გამოძვრა წარმოუდგენელი იყო! მგელივით ფიზიკა და გამძლეობა აქვს ლუხუმს,რაც ასე იშვიათია ქართველ სპორტსმენებში ზოგადად. ისე,60კგ წონით კატეგორიაში,რომელიც პირწმინდად აზიურ წონად ითვლება,პირველ 24 კაცში 7 ქართველია,4 მათგანი სხვა ქვეყნების სახელით,რაც ნამდვილად ბევრ რამეზე მეტყველებს.
ალექს
05 მაისი 2021 20:01
0
ფუი ეშმაკს (ხეზე 3-ჯერ კაკუნით) და იმის მიუხესავად, რომ მსუბუქი წონები დღესდღეობით იაპონელთა დომინირებით მიდის, ოლიმპიური ოქროს პრეტენდენტია ცალსახად!
Irakli Apkhaidze
05 მაისი 2021 22:16
0
ირაკლი, მთელი ღვანკითი ამაყობს შენით. შენ გაიხარე, კარგო კაცო!
ჟილბერტი (კაკო) ჭაჭიაშვილი
07 მაისი 2021 10:34
0
შენ ქართული სპორტის ნამდვილი გულშემატკივარი ხარ, ღვანკითის ლომო!
კუკური ჯიჭონაია
06 მაისი 2021 16:03
0
ყველა გამოხმაურება
სვანი მგელიიი.გენაცვალე გულში
ბაჯო
05 მაისი 2021 22:01
0
დღეს ორი კარგი ამბავი გავიგე, ლუხულისა და ხვიჩას დაბრულება, ფეხბედნიერი იყოს თქვენი დაბრუნება ბიჭებო.
ჟორა გაბრიჭიძე
05 მაისი 2021 21:00
0
გაიხარე, ჟორა ბიძია!
ბეჟან გუგავა
10 მაისი 2021 12:56
0
მოკლედ თუ ფორმაშია ანგრევს ყველაფერს, წარმატებები ოლიმპიადაზე
Btc
05 მაისი 2021 22:38
0
ალბათ, რა ძნელია სხვა ქვეყნის სახელით რომ გამოდიხარ და ქართველს ხვდები.
გიორგი
06 მაისი 2021 04:05
0
გილოცავ, ლუხუმ შვილო! ღმერთი გფარავდეს!
მამა კალისტრატე ბოსტოღანაშვილი
07 მაისი 2021 15:18
0
გაიხარეთ, მამაო ბოსტოღან!
ლადო გაბუნია
14 მაისი 2021 11:12
0
გაიხარე, მამაო! გფარავდეს უფალი!
ჯამბაკურ ჯანჯღავა
12 მაისი 2021 18:44
0
ღამით გამოგზავნილ პოსტებს,რატომ ბლოკავთ?ლუხუმის ყველა ბრძოლა ვნახე და მართლაც კარგ ფორმაშია.არ იღლებოდა,ტემპში ჭიდაობდა.დღეს კი,ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ,მტკივნეულით წააგო.მგონი გვიბრუნდება.
სოსო
06 მაისი 2021 16:38
0
ღამით ძინავთ.
კლიმენტი ლეფსვერიძე
07 მაისი 2021 09:03
0
ღამით მაგისთვის არ სცალიათ.
კაკო ჟიჟიაშვილი
10 მაისი 2021 11:29
0
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ლუხუმს!!!
tngh
06 მაისი 2021 15:41
0
მოუხედავად იმისა რომ რუსეთის სახელით გამოდის, მშვიდობაძეს ყოჩაღ, მარტო მაგან დაუკრა საქართველოს ჰიმნს მარტო მაგან დაუკრა ტაში
Nick
06 მაისი 2021 16:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული