ევროპის ძიუდოს კავშირი ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნევს

AutoSharing Option
ევროპის ძიუდოს კავშირი (Eju.net) მსოფლიო ჩემპიონატის წინ წერს, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონობისთვის საუკეთესო შანსი აქვს.

"საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ამჟამინდელი -100 კგ წონით კატეგორიის ლიდერია,  საქართველოს სიამაყეა. ვარლამი ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, -100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სულ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ძიუდო ძალიან პოპულარულია და ქართველი ძიუდოისტების წარმატებას ყოველდღიურ ცხოვრებაში  დიდი როლი აქვს. კარგი იქნებოდა, 32 წლის ვარლამ ლიპარტელიანს საბოლოოდ გაეტეხა ნავსი და მოეგო მსოფლიოს ჩემპიონატი.
მას ისტორიაში ამ ტურნირზე 5 მედალი აქვს -  3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხალხს ძიუდო შეაყვარა და ხალხში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მისმა სტილმა. ჩვენი აზრით, ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონობა უნდა იზეიმოს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ იგი წონის ლიდერია, თუმცა სპორტს არ აქვს ლიდერობა, თუ საბრძოლველად გადიხარ შეჯიბრების დღეს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

ლიპარტელიანს შეიძლება პირველივე ეტაპზე შეხვდეს კანადელი – შეიდი ელნაჰასი, აზერბაიჯანელი – ელმარ გასიმოვი, რომელთანაც 4:0 აქვს ბალანსი, ასევე ფრანგი – ალექსანდერ იდირი, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს (7:2). უკვე 1/4-ფინალიდან კი შეიძლება შეხვდეს ნიდერლანდელი – მაიკლ კორელი, რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს 3:2, ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიელი – ფონსეკა და რუსი არმან ადამიანი. ასევე აქ არის ბელგიელი – ტომა ნიკიფოროვი, რომელთანაც ლიპარტელიანმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო და რევანში ექნება ასაღები. საბოლოო ჯამში, ჩვენი გვერდი განიხილავს და ვარაუდობს, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის საუკეთესო დრო უდგას”.

წყარო: ვარლამ ლიპარტელიანის "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული