შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე საშეჯიბრო დღეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალში შვედ ევროპის ჩემპიონს, ტომი მაციასს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

შავდათუაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პერუელი ალფონსო ვონგსი, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ებრაელი იეჰონათან ელბაზი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ ჩილოღლუ დაამარცხა.

შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობას ადრევე გამოეთიშნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

ხვალ ბუდაპეშტის ტატამზე ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ)
გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბრავო ლაშა!!! გილოცავ, გილოცავ, გილოცავ!!! სამი უმაღლესი დონის ოქრო!!! იშვიათი მიღწევაა მსოფლიოს მასშტაბით...
tngh
09 ივნისი 2021 15:19
0
ხომ არ იცით, რატომ არ ასპარეზობს ბექაური?
ILIA
09 ივნისი 2021 10:27
1
გილოცავ ჩემო საყვარელო ქართველო ერო ლაშას მსოფლიოს ჩემპიონობას..კიდევაც დაიზრდებიან......ყველაფერში აღმასვლის დასაწყისი ყოფილიყოს....მტრის ჯინაზე..საქართველოს გაუმარჯოს....იხაროს შენმა ჯილაგმა ლაშა..ულოცავ შენს მშობლებს...ნათესავებს..მეგობრებს..მწვრთნელებს.. დიდი მადლობა ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ გაბრწყინებაში..გეხვევით
მრავალჟამიერ....სიხარული არ მოგვშლოდეს..ამინ.......


ორიოდ სიტყვა ჩვენს სასიქადულო ეთერ ლიპარტელიანზე !!!!! დღეს მიმწუხრისას ეთერი იაპონელ "ვარსკვლავს " ხვდებოდა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე...ეთერიმ ამ ბრძოლამდე დაამარცხა ორი მოწინაღმდეგე და შემდეგ შეხვდა იაპონელთა ერთერთ ფავორიტ ძიუდოისტ ქალს (მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებში მხოლოდ უძლიერესები ხვდებიან) .. მომო ტამაიოკის !!! ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ეთერიმ აჩვენა მართლაც რომ შესაშური შეუპოვრობა და ამ 26 წლის ბრძოლებში გამობრძმედილ ძიუდოისტს შეხვედრის ბოლოს ვაზარი გაუქვითა...აქ მოხდა იშვიათი შემთხვევა ძიუდოში!!!! ნერვული დაძაბულობის ფონზე ეთერიმ დაუშვა ფორმალური შეცდომა !!!...ორთაბრძოლის შეჩერების შეძახილი (მატე იაპონურად) რეფერისგან ოფიციალურად არ გაჟღერებულა ( ყოველ შემთხვევაში ტატამზე ეს შეძახილი არავის გაუგონია!!!..ეთერი ( კიდევ ერთხელ იმ არნახული დაძაბულობის და ხმაურის ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეთერის მოესმა მსაჯის შეძახილი "მატე") შემოტრიალდა და გაემართა ტატამის თავისი კუთვნილი მონაკვეთისაკენ....ამ დროს ქართველი ძიუდოისტი ზურგით იდგა იაპონელისადმი...ფორმალურად და კიდევ ერხელ ფორმალურად ყველამ ეს მანევრი აღიქვა როგორც არასანქცინირებული ბრძოლის არეალიდან გამოსვლა!!!! იაპონელმა იხელთა დრო და ზურგიდან დაესხა ეთერის და მეორე ვაზარი ანუ გამარჯვება მოიპოვა..მე და არა მარტო მე (ალბათ ბევრ ქრთველ გულშემატკივარს) გული ჩამწყდა გაოგნებუბული და აცრემლებული ეთერის შემხედვარეს ...არ შემიძლია არ არ გამოვთქვა ჩემი და ასევე დარწმუნებული ვარ ათასობით გულშემატკივრის გულისწყრომა!!!!ძიუდო ჩამოყალიბდა როგორც რაინდული ორთაბრძოლა და ამ დროს ამ სპორტის ფუძემდებელი ქვეყნის წარმომადგენელი არღვევს ელემენტარული წესიერების ( არავინ ითხოვს ფეირპლეის პრინციპების დაცვას) ნორმებს.......ზურგიდან თავდასხმით იპარავს გამარჯვებას..შე არაკაიდედმამისშვილო ერთ წამში ეთერი დაიკავებდა თავის კუთვნილ ადგილს ტატამზე და მერე შეგეტია..ჩემი აზრით მომომ ჩაიდინა აშკარად შეუფერებელი საქციელი..ქართულ ჭიდაობაში დაცემულის შეხება საერთოდ აკრძალულია..არაფერს ვამბობ ზურგიდან მიპარვაზე!!!!!მსოფლიო ძიუდოს კორიფემ ფრანგმა რინერიმაც არ იუკადრისა ზურგიდან თავდასხმა ქართველ მატიაშვილზე!!!! მინდა მოუწოდო ჩვენს სასიქადულო ძიუდოისტებს არ აყვეთ ამისთანა მოწინააღმდეგეებს საძრახის საქციელში..დაე ქართველი სპორტსმენების რაინდობა დარჩეს ყველასათვის მისაბაძად და საარაკოდ...გფარავდეთ უფალი!!!!!! ამინ


ნუგზარი
09 ივნისი 2021 09:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული