ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს, 21 წლის ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში ბელგიელ მატიას კასესასთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
გრიგალაშვილმა ფინალამდე კორეელ მონ ჯი ლის, შვედ რობინ პაჩეკს, ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისს, ბელგიელ სამი ჩოუჩის და ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს სძლია.
სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალში უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბაევთან დამარცხდა და მედალი ვერ მოიპოვა.
შეგახსენებთ, გუშინ ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდა.