"ძიუდოს ანგელოზად" ცნობილი ნიკოლოზ შერაზადაშვილის ისტორია

AutoSharing Option
ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ხუ­თე სა­შე­ჯიბ­რო დღეს ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თვე­ლი ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დაშ­ვი­ლი ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ფი­ნალ­ში მან მან უზ­ბეკ დავ­ლატ ბო­ბო­ნო­ვო და­ა­მარ­ცხა და გა­ი­მარ­ჯვა.

ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას წარ­მა­ტე­ბა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­უ­ლო­ცა, მათ შო­რის საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

"ვუ­ლო­ცავ ნიკო შე­რა­ზა­დიშ­ვილს მსოფ­ლიო ორგზის ჩემ­პი­ო­ნო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს, კი­დევ ბევრ მწვერ­ვალს და­ი­პყრობს!" - წერს ზალ­კა­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე".

Sportall.Ge

ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დაშ­ვილ­მა მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბა მე­ო­რედ მო­ი­გო. პირ­ვე­ლად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი 2018 წელს, ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე შე­ჯიბ­რზე გახ­და, მა­ში­ნაც ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით
ას­პა­რე­ზობ­და.ქარ­თვე­ლი ბიჭი უკვე წლე­ბია ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს. ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 1996 წლის 19 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი მამა კარ­გად ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტი - ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "პა­პუ­ა­სა" იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა ნიკო ძი­უ­დო­სა და წყალ­ბურთში ვარ­ჯი­შობ­და. 10 წლის წინ, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რად­გან ნი­კო­ლოზს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ძი­უ­დო­ში სურ­და, მად­რი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 კი­ლო­მეტრში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ბრუ­ნე­ტეს ძი­უ­დოს სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჯო­ა­კინ რუ­ი­სი გახ­და, რო­მელ­საც ოლიმ­პი­ა­და­ზე სამ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. 190 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის სპორ­ტსმე­ნი 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს.

Sportall.Ge

2014 წელს ნი­კომ ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და მა­შინ და­ი­წყო მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა ძი­უ­დო­ში. იმა­ვე წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. იმ ტურ­ნირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი ბექა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, ხოლო შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი - ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი.

2015 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა მა­შინ ფი­ნალ­ში უკვე ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­თან და­მარ­ცხდა. ვერ­ცხლის მედ­ლით და­ას­რუ­ლა 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდა­თა შო­რის.

იხილეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები / 7 /
უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი (ტროლი - არატროლი, რა მნიშვნელობა აქვს) საქართველო მალე ჩაქრება. იზეიმეთ, მტრებო.
xuta
12 ივნისი 2021 23:03
5
ყოᲩაᲦ ნიკო გაიხარე და გაგვახარე.
გოჩა
12 ივნისი 2021 19:02
1
ჩვენს ფედერაციას სად ქონდა თვალები ასეთი სპორტსმენი რომ წავიდა.
გენა
12 ივნისი 2021 17:22
12
ეს ბიჭი რო წავიდა ბავშვი იყო, ფედერაცია არაფერ შუაშია,ესპანეთში ჩამოყალიბდა როგორც ძიუდოისტი
მეგრელი
12 ივნისი 2021 19:29
1
გთხოვთ, ამ ბიჭის ფოტოებს ნუ აქვეყნებთ ასე ხშირ-ხშირად. მითუმეტეს გულგაღეღილი კიმონოთი...
აღგზნებული მივჩერებივარ მთელი დღე და ცოლი უკვე აშკარად ეჭვიანობს
ტარიელი
12 ივნისი 2021 17:20
8
საჰოლივუდე კაცია.მე ამის ადგილზე კიმონოიან ბიჭებთან ძიძგილაობის მაგიერ ჰოლივუდელ ლამაზმანებს მივაიპონებდი
Levani
12 ივნისი 2021 16:27
7
საამაყო ადამიანი, სამაგალითო ყველასთვის
მეგრელი
12 ივნისი 2021 15:57
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული