მხეიძეს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა

AutoSharing Option
საფრანგეთს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ (60 კგ) მოუპოვა.

მხეიძემ სამხრეთკორეელ ჯინ ვონ კიმს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მას წარმატება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიულოცა.

"ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა, ახლახან მოიპოვა ტოკიოში პირველი ფრანგული მედალი. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს" - წერს მაკრონი "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ მესმის რატომ არის საამაყო, ქართველი სხვა ქვეყნის სახელით რომ იგებს, განსაკუთრებით რუსეთის სახელით. ყველას აქვს თავისი აზრი და მე ჩემსას ვაფიქსირებ.ნამდვილად არ იწვევს თანაგრძნობას
: )))))))
01:11 25-07-2021
36
დიდებული მილოცვაა მაკრონის მხრიდან. როგორ მინდა საქართველოს მთავრობაში ესეთი ძლიერი პოლიტიკოსები იყვნენ(((((
dimo
00:27 25-07-2021
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული