ქართულ-სამხრეთ კორეული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გამოცდილი ძიუდოისტები ცდილობდნენ, რომ შეცდომა არ დაეშვათ. კიმ ვონი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა მონდომების და მიუხედავად ჭიდაობისთვის განკუთვნილმა ძირითადმა დრომ უქულოდ ჩიარა და დაპირისპირება ე.წ. "გოლდენ სქორში" გადავიდა, სადაც 4 წუთიანი ჭიდაობის შემდეგ კორეელმა მეტოქემ სუფთა გდებით იმარჯვა და მე-3 ადგილისთვის იჭიდავებს,
ლუხუმმა ოლიმპიადა მედლის გარეშე დატოვა...
ნახევარფინალში იასპარეზებს საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე, რომელიც ტაიპეის წარმომადგენელ იან ჩეის შეხვდება, ნიდერლანდების დროშის ქვეშ მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს თორნიკე ჭკადუა.