მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მეორე დღეს, 25 ივლისს, ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველის მეტოქე სახელოვანი იაპონელი ტიფუმი აბე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ეს  ქართული დელეგაციისთვის, მიმდინარე ოლიმპიადაზე, პირველი მედალი იყო.

მარგველაშვილი პირველ ეტაპზე ისვენებდა, შემდეგ კი რუს (თუმცა, მოგეხსენებათ, ისინი ოლიმპიური კომიტეტის სახელით გამოდიან) იაკუბ შამილოვს დაძაბული შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

ნახევარფინალში გასასვლელად ვაჟამ ებრაელი ბარუხ შმაილოი ძალიან დამაჯერებლად, იპონით (ორი ვაზარი) დაამარცხა. მარგველაშვილს შამილოვთან ბალანსი უკვე 5:0 გაუხდა, ებრაელ მეტოქეს კი მეოთხედ მოუგო და ორი მარცხი აქვს. 

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში კორეელი ბაუმ
ანი დაამარცხა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ძიუდოისტებმა დამატებით დროში გადავიდნენ, სადაც ვაჟას მეტოქეზე ერთით მეტი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ილეთი მან შეასრულა.


altძიუდოში მეორე დღე უიღბლოდ დავიწყეთ





მკითხველის კომენტარები / 16 /
ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით მედალს იმან გაგვახარა და ვისგანაც ველით ისინი იმედია არ გავაწბილებენ.
1
ცოტა კურადგებიტ უნდა ეჰიდავა ცამცუხაროაა
kako
21:17 25-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული