ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
რუსთან როგორ წააგე არ გრცხვენია?-ორმაგი სტანდარტები
გრიგოლი1408
29 ივლისი 2021 15:33
10
ნუ რაც არი არი არაა ლიპოსთვის ეტყობა ოლიპიადა დაბედებული და ვსიო .მსოფლიოსთვის კი ერთხელაც უნდა გაიბრძოლოს და მერე უკვე სასწრაფოდ ილია სულამანიძე უნდა ჩაერთოს პარიზის ოლიმპიადისთვის სამზადისში .
zurabi
29 ივლისი 2021 14:20
0
დიდი პატიბისცემა ვარლამს მაგრამ ოქროს ნაკლებად ველოდებოდი. ყოველთვის აკლდება რაღაც ოქროსთვის. მთავარია ახლა ბრნჯაო მაინც აიღოს ესეც ძალიანკარგია. წარმატებები!!!
Dima
29 ივლისი 2021 13:23
0
გულდასაწყვეტი იყო მხოლოდ-ჩხვიმიანის წაგება ტაკატოსთან,არ იყო ტაკატო ლუხუმზე ძლიერი-რო მოეგო ოქროსაც აიღებდა და გრიგალაშვილის არასერიოზული მიდგომა-ნუ მგონია თავში აუვარდასავით,დინჯად რო მიყოლოდა ვერცხლს მაინც აიღებდა..სხვა ყველაფერი ლოგიკურად მოხდა..შავდათუაშვილმა რო ვერ მოუგო იმას ვერც ვერავინ მოუგებს,ტიპი არ ეცემა,არის კომუნისტების დარჭობილი ჟანგიანი სტოლბასავით
Levani
29 ივლისი 2021 17:54
0
კარგი ბატონო და ნახევარფინალი წააგო,მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში,რაში მისცეს ვაზარი ილიასოვს?ხელიც კი არ უკვრია,არათუ გამოკვრა,ან კონტროლი.ვარლამის გდება,როგორც ტატამს გარედან შეაფასეს ალბათ.მთლიანობაში ძიუდოში, ოლიმპიადაზე, ასეთი არაპროგნოზირებდი მსაჯობა მე არსად მახსოვს.ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება.შესაძლოა ტექნოლოგიები წინ წავიდა და ყველაფერი ჩანს,მაგრამ მსაჯებიც ხომ ხედავენ და ისიც იციან,რომ ჩვენც ვხედავთ.არ ვიცი რა ვთქვა.უკვე მესამე მედალი სანახევროზე მეტად,მსაჯებმა მოგვპარეს.ჯერ იყო და თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობაში,ჭიდაობის ყურება შემაზარეს.ახლა მგონი აქეთ გადმოვიდა, კორუფცია.
სოსო
29 ივლისი 2021 14:13
1
კაი, მაგას თავი რომ დავანებოთ ისეც ცუდად იჭიდავა. ფეხზე დგომა უჭირდა და ყველა ფეხის გამოკვრაზე ადგილიდან იძვრებოდა. გადამწყვეტი მომენტი სულ პრობლემა ჰქონდა და არც დღეს იყო გამონაკლისი. ძნელია საუბარი, მაგრამ ფაქტია
: )))))))
29 ივლისი 2021 15:42
0
madloba lipos amdeni wliani gvawliatvis da bevri gaxarebistvis, exa ilias unda davutmot yuradgeba
gocha
29 ივლისი 2021 14:00
2
წააგო ლიპარტელიანმა იმიტომ რომ ფეხები რჩება ამ ძიუდოისტის ძალიან სუსტ წერტილად უკვე მერამდენე წელია და აარონ ვულფი კი ძალიან კარგად იყენებს ფეხებს ილეთებისთვის.
ხვიჩა
29 ივლისი 2021 13:53
1
ფეხები და სუნთქვა.
ლუკა
29 ივლისი 2021 14:05
1
კრიტიკული მომენტი აქვს სადღაც და იმას ვერ სძლევს. მუდმივად ასეა. სამწუხაროდ დღესაც იგივე განმეორდა.
: )))))))
29 ივლისი 2021 13:33
0
მოკლედ რა, ეს მსაჯი ჩვენ მოგვიჩინეს

ყველა კრიტიკულ სიტუაციაში გაგვწირა...

BTC
29 ივლისი 2021 14:04
3
წააგო ვულფთნა იმიტომ რომ ფეხები რჩება ლიპოს ძალიან სუსტ წერტილად და ვულფი კი ფეხებს მშვენივრად იყენებს, მესამე ადგილისთვის კიდე წააგო აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ლიპო 32 წლისაა და მისი დრო დიდი ხანია წასულია, ასპარეზი უნდა დაუთმოს ახალგაზრდებს.
judo
29 ივლისი 2021 14:03
1

სიახლეები პოპულარული