თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ ტედი
რინერს სძლია. რუსი ვაზარით იგებდა, მაგრამ თუშიშვილმა ჯერ ვაზარი გაათანაბრა, ბოლოს კი იპონით დაასრულა - ბაშაევი ბეჭებზე გააკრა.

ფინალში თუშიშვილი მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ(-100 კგ-ში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან შეხვედრის უკანასკნელ წამებზე დასანანად დამარცხდა. ჩეხს ორი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ქართველის შებოჭვა მოახერხა და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით -  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილიც (-73)  ფინალში დამარცხდნენ.

altთუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

alt"ვიცი, ვერ გაგახარეთ.."- ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 40 /
თუშომ ის აიღო რაც დაგეგმილი იყო მისთვის, რადგან რინერთან მოგებას წინასწარ ვერავინ დაგეგმავს. მაგრამ დასანანი იყო რინერის შემდეგ მეორეზე დარჩენა, თუმცა არც კრპალეკია სანთლისგან გაკეთებული. ვფიქრობ აქ თუშოს ოპტიმიზმმა ცუდი სამსახური გაუწია, რადგან კრპალეკს ბოლო შეხვედრა ადვილად მოუგო. ბაშაევის გამარჯვება კი რინერის დაუდევრობამ და ბაშაევის სწორი ტაქტიკით ჭიდაობამ გამიოწვია. ვფიქრობ გეგმა ასეთი იყო, ძირითად დროში ბაშაევს გდება კი არ გაეკეთებია, არამედ გაძლებაზე ეჭიდავა, რინერი დაეღალა და ჭიდაობა დამატებით დროში გადაეყვანა, რადგან აქ ერთი წარმატებული შეტევით მთავრდება ყველაფერი. ძირითად დროში ბაშაევს გდება რომ გაეკეთებია მერე რინერი მოკლავდა. ბაშაევმა სწორედ ეს გეგმა განახორციელა.
ჟორა გაბრიჭიძე
11:16 02-08-2021
0
როგორც რინერმა წააგო ბაშაევთან, ასევე გურამმა წააგო ეს ბრძოლა, კრპალეკმა კი არ მოიგო, თუშიშვილმა წააგო, რა იყო ეს, რამ შეაყოვნა ვერ ვხვდები, რატომ არ წამოხტა და რატომ გააკეთა ამხელა ყოვნი მუხლებზე, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, კურდღელივით იყო ჩეხი, იგივე სტილში გაეგრძელებინა და ყვლაფერი ლოგიკურად დასრულდებოდა, ეეჰ, გურამ, რა მოგივიდა მაინც ვერ ვხვდები. მაინც ლომი ხარ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული