მინისტრმა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს ტოკიოში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ნაჩვენები ისტორიული შედეგისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, განსაკუთრებით კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანისა და მისი თანაშემწეების გაწეულ სამუშაოს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლაშა გუჯეჯიანი, როგორც მწვრთნელი, მიღწეული ისტორიული წარმატებისთვის გამორჩეულ დაფასებას და
თეა წულუკიანმა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ ძიუდოს ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაზეც ნათლად მეტყველებს წლების განმავლობაში ჩვენი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებები და ტოკიოში ნაჩვენები ისტორიული შედეგები.
სწორედ ამიტომ, ძიუდოს ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტრო მაღალი მიღწევების ძიუდოსთან ერთად, დიდ ადგილს დაუთმობს მასობრიობის გაზრდას და ახალგაზრდების ჩართულობას.
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა სამინისტროს სახელით ძიუდოისტებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მოახლოებულ საერთაშორისო ტურნირებში წარმატება უსურვა.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი