ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ-სლემზე დღეს, 17 ოქტომბერს, საქმეში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო. ტატო გრიგალაშვილმა (-81) ფინალში გასვლა მოახერხა, ლუკა მაისურაძე (-90) და ონისე სანებლიძე (-100) მეოთხედფინალში დამარცხდნენ და ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძეს, საიდანაც ბრინჯაოს მედლის შანსი მოიპოვეს.

გრიგალაშვილმა ჯერ მონღოლი ბატუნგა დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ გრანმისრთან ვაზარით აგებდა, თუმცა იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ტატოს მეტოქე იაპონელი სოტარო ფუჯივარა იყო. ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარით გაიმარჯვა და მცირე ინტერვალით, კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, რომლისთვისაც ასევე იაპონელ ტაკეში სასაკს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება
მაისურაძეს - რუს ოგანისიანს აჯობა, ნახევარფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში კი ძლიერ მეტოქე იაპონელი ლენტა ნაგასავასთან შიდოებით დამარცხდა.

ლუკამ რეპეშაჟში ვაჰიდ ბორჩაშვილს (ავსტრია) აჯობა და ბრიბჯაოს მედლის მოპოვების შანსი ფრანგ ალქსის მატიესტან აქვს.

სანებლიძემ ფრანგი საფარბაევი დაამარცხა, ამჟამად რუმინეთის სახელით მოასპარეზე ეშლი გონსალესთან კი იპონით წააგო.

რეპეშაჟში ონისემ მასპინძელ დელვერტს დამატებით დროში, ვაძარით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც ხორვატ ზლატკო კუმრიჩს შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ბრინჯაო ეთერ ლიპარტელიანმა (-57) უკვე მოუპოვა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

alt ლიპარტელიანის ბრინჯაო, ფავორიტი გრიგალაშვილი და მარგველაშვილის გამოკლება [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული