ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოში პარიზის გრანდ-სლემზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იაპონელ ტაკეში სასაკისთან ორი ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრიგალაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი მონღოლ მურენტსენ ბატულგას, ფრანგ ტიზიე გრამიენს და იაპონელ სოტარო ფუჯივარას სძლია.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ონისე სანებლიძე (100 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტატო, ნაადრევად დაღვინებული მაჭრის შთაბეჭდილებას ჰგავს შენი ჭიდაობა. მთავარი ძიუდოში ტატამზე სწრაფი აზროვნებაა. სუსტი ხარ კონტრილეთის გაკეთებაში, ანუ შეტევითი სტილი გაქვს და არ ფიქრობ, რომ მოწინააღმეგეც ტატამზე ილეთის გასაკეთებლადაა გამოსული, ამიტომ შეტევა, დაცვა და კონტრილეთი ავტომატიზმამდე უნდა აიყვანო. მაგ იაპონელთან ფინალში პირველი ვაზარი ტყუილად აიკიდე, მად ხელით მაღლა აქაჩვა და მუცლის მირტყმა იყო საჭირო და შეტევა ჩაშლილი იყო. ქართულ ჭიდაობაში მთავარი ილეთი ბრუნვზე გდებაა. მონახეთ ჩოჩიშვილის შეხვედრები დიდებულად აკეთებდა. ასევე, ავიღოთ ქართული ჭიდაობის გრძელი მოგვერდი, მარცხენა საყელოში გაქვს ჩავლებული, მარჯვენათი მუცლის მიდამოებში ქამარში ავლებ და მიდიხარ მოგვერდზე, ამ ილეთს არავინ არ აკეთებთ, არადა მარცხენათი რომ მოწინააღმდეგის საყელოს იღებ, ამ დროს მარჯვენის მუცლის მიდამოებში შეცურება ძალიან ადვილია და არც არავინ ელოდება იქიდან ილეთის გაკეთებას, ამიტომ აქ ქამარში ჩავლება ადვილია.
ჟორა გაბრიჭიძე
18 ოქტომბერი 2021 16:42
0
თითქმის არავინაა,რომ არ აგებდეს.ტატოს დიდი იმედი გვაქვს,მაგრამ მისი აქტიური სტილი, მის მოწყვლადობასაც განაპირობებს.ყოველთვის არის საფრთხე,რომ მეტოქეს რაღაცა კონტრსვლა ჰქონდეს მომზადებული და გამოგიჭიროს.ამას შეგუებულები კი ვართ,მაგრამ აქ,მეტოქემ ჭიდაობაში აჯობა და ეგ ძალიან მემწარა.ესე იგი კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.ეს წონა,მგლების წონაა და თუ ნახატომი შეგეშალა,ტოტიასავით ისევ მგლები შეგჭამენ.ტატოც მგელია,ალგეთის მგლის ლეკვი და ისე არ დარჩება,ჯავრი არ სჭამოს.კიდევ შეხვდება სასაკის და არ მშურს იაპონელის.
სოსო
18 ოქტომბერი 2021 11:11
0
მეორე ღვინიაშვილია ესეც, მუდამ პერსპექტიული, მუდამ ფავორიტი, მაგრამ ვერასდროს დიდი ტურნირის მომგები სამწუხწროდ....
იმედია ვცდები, მაგრამ სტარტი იგივე აქვს.
Lado
18 ოქტომბერი 2021 10:22
5
დიდი სხვაობა აღმოჩნდა სიძლიერეში. ამას არ ველოდი, მეწყინა ძალიან.
გიგლია
18 ოქტომბერი 2021 02:07
0
იპონი იყო და 2 ვაზარიო.მეშლება რამე?
თამაზი
18 ოქტომბერი 2021 00:38
2
შეუსრულა რა. ძინავდა ტატამზე
სახიჩარი
17 ოქტომბერი 2021 23:28
0
ცუდი შედეგია - ტატოს მოგება შეეძლო , მაგრამ იაპონელმა დასწრებაზე -მეტი სისწრაფით იჭიდავა, ილეთი არ გააკეთებინა და მოუგო - არა უშავს - შემდეგ შეხვედრაში -უნდა მოუგოს !
გლახუნა .
17 ოქტომბერი 2021 21:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული