U23. გრიგალაშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ბუდაპეშტში 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 6 მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) ვიცე-ჩემპიონები, გიორგი ჩიქოვანი (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები.

გრიგალაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი სლოვაკ ალექს ბარტოშს, რუსეთის წარმომადგენელ გეორგი ელბაკიევს, მოლდოველ კატალინ მარიანს და ქართულ ფინალში ახალკაცს სძლია.

სულამანიძემ შვეიცარიელი დენიელ ეიჰი, ჩიქოვანი და უნგრელი შომბორი დაამარცხა.


გუშინ ალეკო მამიაშვილი (73
კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო გიორგი თუთაშვილი (66 კგ) ბრინჯაოსი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული